პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.

ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს და კენჭისყრის შედეგით 73 – მომხრე, 5- წინააღმდეგი, საბოლოო მოსმენით მიიღეს.

კანონპროექტი,  2 დღიანი განხილვისას დაკორექტირდა.კერძოდ, გადაწყდა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მასში მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ, ნაცვლად 70%-სა, რაც პროექტის პირვანდელი ვარიანტით იყო განსაზღვრული.

კანონპროექტის პირვანდელი ვერსიიდან ამოიღეს მუხლი, რომელიც არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება მის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.

მეორე მოსმენით განხილვის დროს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფსევდოოპოზიციური „ხალხის ძალის“ წევრები შეკითხვებს სვამდნენ, რა საჭირო იყო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება; ეკა სეფაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარი არაა იმ „სოციალურ ფასზე, რაც შეიძლება, ამ კანონპროექტის მიღებამ გამოიწვიოს“.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კანონპროექტმა, შეიძლება, გამოიწვიოს არასასურველი პოპულარიზაცია ამ თამაშების, რომელიც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – განაცხადა სეფაშვილმა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.

პროექტის თანახმად, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონი ლარს აღემატება, ის კლუბის მაგიდისთვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.

ამავდროულად, ორგანიზატორს უფლება ექნება საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალი მიიღოს. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვები იქნება როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ.

ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 20 პროცენტით დაიბეგრება. ამასთან, არ დაიბეგრება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავალი, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 ლარს აღემატება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმა 50 000 ლარია.

 

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა „გახარია – საქართველოსთვის“ ფრაქციამ

პოპულარული

თბილისში 25 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, გასულ ღამეს 25 წლის ბიჭი მოკლეს.მამაკაცი სიღნაღიდანაა...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის...

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამბობს, რომ ორომიის რეგიონის არსის...

კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს – კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

"კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს" -ამის...

სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტის მცდელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამხრეთ აფრიკის სატყეო, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა (DFFE)...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს,...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა....

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის...

ყველა ამბავი

ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ მოსკოვში  ქართველთა და რუსთა ერთობის...

30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ – მეუფე ანტონი სამორინეებზე

ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად დააფიქსირებს თავის შეხედულებას ამ საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, გულგრილი...

ესპანეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, ურდას დასახლებაში მდებარე სადგურთან, ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. Iryo-ს მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა სულ მცირე...

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება – ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება -  განაცხადა,  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და...

კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს – კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

"კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს" -ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებთან...

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის რაოდენობის 30 ათასამდე გაზრდის, მიგრანტების დაბრუნების პროცესში მისი როლის გაფართოების ...

“მსჯავრდებულის დას 110 000 მოსთხოვა” – თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო...

ტრამპმა „ძალიან მალე“ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრა დააანონსა

„შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან...

ისრაელის არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები არ აქვს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო...

აშშ-ის კონგრესში რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტისთვის 20 წლამდე პატიმრობაზე საუბრობენ

ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ში რუსულ დიზელის საწვავს შეიტანს, ფედერალურ კანონმდებლობას დაარღვევს. საუბარი შეიძლება იყოს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის ოდენობაც შესაბამისი...

ციხეებში წამებს ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა, დაუსჯელობას აძლიერებს! – საია & Amnesty International – ის ერთობლივი განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (სა.ია.) და Amnesty International ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ შეშფოთებას იწვევს პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო...

სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტის მცდელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამხრეთ აფრიკის სატყეო, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა (DFFE) სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექსპორტიორის წინააღმდეგ, რომელიც ლიმპოპოს პროვინციიდან საქართველოში...