ოპერაცია „კართაგენი“: ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები იგეგმება. მანამდე გამოძიების ფარგლებში სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებთან ჩხრეკა ჩატარდა.

შაბათს, 7 ნოემბერს, ანტიკორუფციული ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა. მან ასევე მოიწონა კანონპროექტი, რომელიც სამსახურის ყველა თანამშრომელს შემოსავლებისა და ქონების დეკლარირებას კვლავ სავალდებულოს გაუხდის.

„ამ კვირაში, პირდაპირ უნდა ითქვას, უსიამოვნო, სამარცხვინო და სრულიად დაუშვებელი ამბები მოხდა“, — განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, გამოძიებამ მომხდარის ყველა გარემოება უნდა დაადგინოს და დანაშაულისა და ძალადობის ყველა დამკვეთის დასჯა უზრუნველყოს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურში საკადრო გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

ზელენსკის განმარტებით, შემოსავლებისა და ქონების სავალდებულო დეკლარირების აღდგენა შესაძლებელს გახდის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ცხოვრების წესის შემოწმებას და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმავე საფუძვლით, რაც სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებზე ვრცელდება. პრეზიდენტმა უმაღლესი რადის დეპუტატებს კანონპროექტის რაც შეიძლება მალე მიღებისკენ მოუწოდა.

ოპერაცია „კართაგენი“: ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, დანაშაულებრივ ორგანიზაციაში უსაფრთხოების სამსახურის გენერალიც მონაწილეობდა

4 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სპეცოპერაცია „კართაგენის“ ფარგლებში უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებთან ჩხრეკა ჩაატარეს. ხუთ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

გამოძიების მონაცემებით, დაჯგუფება, რომელსაც კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ნარკოკარტელ „ხიმპრომთან“, 50-ზე მეტ თაღლითურ ქოლცენტრსა და რამდენიმე უკანონო სათამაშო დაწესებულებას აკონტროლებდა. გამოძიების ცნობით, დაჯგუფება ყალბ სიგარეტსა და ევროს ყალბ ბანკნოტებსაც ამზადებდა, ადამიანებს იტაცებდა და ძალადობას მიმართავდა.

გამოძიების ვარაუდით, დაჯგუფების წევრები უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლებს ქრთამს აძლევდნენ, რათა მათგან მფარველობა მიეღოთ და სისხლისსამართლებრივი დევისთვის თავი აერიდებინათ.

უკრაინის ანტიკორუფციული უწყებების ცნობით, სქემის ძირითადი მონაწილეები დააკავეს. მათ შორის არიან სერჰი დუკა, უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, და ვოლოდიმირ ცენოვი, უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების დეპარტამენტის თანამდებობის პირი.

ზელენსკის თქმით, „ხიმპრომთან“ საბრძოლველად უკრაინას პარტნიორების მხარდაჭერა დასჭირდება

მოქალაქეებისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ნარკოკარტელ „ხიმპრომის“ საქმიანობის გამოსაძიებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაა საჭირო.

ზელენსკის თქმით, კარტელი უკვე მოქმედებს პოლონეთში და „ცდილობს, სინთეზური ნარკოტიკებით გერმანიის ბაზარზეც შევიდეს“. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კიევი ამ საკითხზე სხვა ქვეყნებთან უკვე მართავს კონსულტაციებს.

პოპულარული

კობახიძე ჰერჩინკს “ტრაგიკულ პიროვნებას” უწოდებს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს, "ტრაგიკული...

მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია – გახარია პარტიების აკრძალვაზე

"მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია" -  ასე აფასებს, პარტია "გახარია-საქართველოსთვის"...

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების...

ტრამპი დაიმუქრა, რომ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, კონგრესზე კონტროლის დემოკრატიული პარტიის...

ათი წელი ხუთის ნაცვლად – ბრიტანეთი იმიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს საიმიგრაციო...

“ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა” – დააკავეს 1 პირი

"ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა"  -  ქვემო ქართლის...

ყველა ამბავი

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები – ფარცხალაძე გეორგიევსკის ბატალიონზე

გაიგოს ყველამ რომ აქეთაც იბრძვიან ქართველები - თქვა სანქცირებულმა და ძებნილმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი ქვედანაყოფის დაფუძნების შესახებ."რუსეთის...

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 მსჯავრდებულს სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლებას...

ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში...