დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე – ღარიბაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რითიც  მისი სასამართლო პროცესის დახურვას ეხმაურება.

“2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა.

სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას. ხელისუფლების მოტივი სასაცილო და უსაფუძვლოა. ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა. სასამართლო პროცესის დახურვა მიზნად ისახავს იმის დამალვას, თუ როგორ იკვეთება ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესები, ზეწოლის მექანიზმები და ფაბრიკაციები. როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანია პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“.

საერთაშორისო სამართლებრივი და ევროპული სტანდარტების მიხედვით, როდესაც სასამართლო სხდომების დახურვა ემსახურება არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური პროცესების დამალვას, ეს კონვენციის ფუნდამენტური დარღვევაა. ამასთან, დახურული, არასაჯარო და შერჩევითი სასამართლო პროცესები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს იმისა, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის ჩვეულებრივ დანაშაულთან, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან.

დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს.

ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას – გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება.

როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება – შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია – ის „კენგურუს სასამართლოს“ (ფიქტიური მართლმსაჯულების) კლასიკური ნიმუშია.

შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა – მისი დახურვა – ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს”, – წერს ღარიბაშვილი.

პოპულარული

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის...

ევროკომისიის ანგარიში: საქართველო კანდიდატია მხოლოდ ქაღალდზე, სახელმწიფოს მიტაცების რისკი ყველაზე მაღალია

ევროკომისიის კოლეგია დღეს ბრიუსელში მორიგ სხდომას გამართავს. დღის წესრიგშია...

აშშ-ში დემოკრატების გამარჯვების შემდეგ საფონდო ბირჟებზე მაღალტექნოლოგიურმა კომპანებმა ტრილიონობით დოლარი დაკარგეს

აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების მეორე დღეს აშშ-ისა...

 ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს,  ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის  საქართველოში – პაპუაშვილი

ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი...

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს

4 ოქტომბრის სქმეზე დაკავებულმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა...

18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება...

ყველა ამბავი

გურამ ჭიჭინაძეს, რომელიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის პატიმრობა მიესაჯა

რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ  ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს...

 ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს,  ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის  საქართველოში – პაპუაშვილი

ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში - ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს...

ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური – თურნავა ფარცხალაძეზე

"ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური " - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს...

ბრალი წარედგინა მასწავლებელს 30 წლის შემდეგ, 7 წლის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა და დღემდე ბავშვებთან მუშაობს – ბაია პატარაია

საქართველოში პირველი პრეცედენტი გვაქვს: ბრალი წარედგინა მასწავლებელს 30 წლის შემდეგ. 7 წლის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა წლების განმავლობაში და დღემდე...

ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს – უნგრული მედია

უნგრული მედიის ცნობით,  დღეს, 9 ნოემბერს უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ძმა, არონ ორბანი, საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის საქმეზე...

გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის – ევროკომისიის პრესსპიკერი

შემიძლია დავადასტურო, რომ გაფართოების საკითხებზე მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ...

სენაკის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

სენაკის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის...

საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მივესალმებით – შოიგუ

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მიესალმება.“საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს...

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს."რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო,...

კრაკოვის მოედანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

შეიარაღებული პირი, რომელმაც შაბათს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე, ექვსი ადამიანი მოკლა პოლონეთში მომხდარი უპრეცედენტო მასობრივი სროლის დროს, საავადმყოფოში...

მაია სანდუ: მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს.მაია სანდუმ ტვიტერზე დაწერა:...

დონალდ ტრამპი: ომის შემდეგ უკრაინას „რამდენადმე განსხვავებული ფორმა“ ექნება

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება. მისი აზრით, ომის დასრულების შემდეგ ქვეყანას „რამდენადმე განსხვავებული ფორმა“ ექნება. ტრამპმა...