„გირჩი“–ს ლიდერის პირადობა აუქციონზე იყიდება

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ აუქციონს გამართავს. აუქციონზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ნივთი, მათ შორისაა ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა.

„კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს სხვადასხვა ისტორიული ნივთები გირჩის ცხოვრება-მოღვაწეობიდან, როგორიცაა, მაგალითად: ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა; მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი“, – წერს „გირჩი“.

ზურაბ ჯაფარიძე სახელის ცვლილებას ჯერ კიდევ მაშინ გეგმავდა როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“-დ სურდა წარმოდგენილი ყოფილიყო. მან ჩათვალა რომ განაცხადი გააუქმეს და სახელი არ შეუცვალეს, თუმცა იანვარში მას სახელი შეუცვალეს და ის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა.