2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებული, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისათვის და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისათვის 4,6 -4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. მათ შორის მოხვდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დავით ლომიძე და გიორგი ოკმელაშვილი.


