დღეს დილით Wizz Air-ის ქუთაისიდან–ბერლინის რეისის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე თბილისში დაეშვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. ამის გამო ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეკიპაჟმა თავდაპირველად ქუთაისში დაბრუნება სცადა, თუმცა მეტეოროლოგიური პრობებს გამოო უსაფრთხო დაშვება ვერ მოხერხდა. ქუთაისი-ბერლინის შეწყვეტილი რეისის მგზავრებს თბილისიდან ქუთაისში გადაიყვანენ და სასტუმროებში გადაანაწილებენ. ფრენა ხვალ, 25 ნოემბერს, შესრულდება.


