არ არსებობს არანაირი მიზეზი, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი 28 ნოემბერს აქციაზე  – ზურაბიშვილი

28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს იქ დგომით განაცხადს. – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ-ლაივში“ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არავის გვჭირდება იმის შეხსენება, რას ნიშნავს 28 ნოემბერი, რა მოხდა ორი წლის წინ, როგორ გადადგა ამ რეჟიმმა ყველაზე უფრო ანტი-კონსტიტუციური ნაბიჯი ისე, რომ ხალხისთვის არ უკითხავს. ხალხის სურვილის საპირისპირო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ალბათ, არც არავის სჭირდება იმის შეხსენება, რომ სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის იქ ვარ მე. ასეთ დღეებში მე ვარ და 28 ნოემბერსაც უთუოდ ვიქნები ხალხთან ერთად. ვცდილობ ხოლმე, რომ ყოველ შაბათს მარშზე ვიყო და გავიზიარო ის, რაც არის ხალხის განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვართ თანახმა, ამ რეჟიმმა ჩვენი მომავალი წაგვართვას. არათუ ვიქნები თქვენთან ერთად 28 ნოემბერს, არამედ მე მგონია, რომ არავის არ აქვს არანაირი გამართლება იმის, თუ რატომ არ უნდა მივიდეს. გასაგებია ის, რომ ამ ორი წლის მანძილზე ადამიანები სხვადასხვაგვარად მიუდგნენ ამ პროტესტს. ბევრს არ შეუძლია და ნამდვილად გმირობაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ყოველდღე უწყვეტად დგანან პარლამენტის წინ. ეს ყველას არ შეუძლია და არც ყველას მოეთხოვება.

არც შაბათის მარშზე შეუძლია ყველას მისვლა, სხვადასხვა მიზეზის გამო. ბევრი მიზეზია და ყველა გასაგები და მისაღებია, მაგრამ 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს იქ დგომით განაცხადს, რომ არ შეეგუა იმას, რაც ამ ორი წლის განმავლობაში მოხდა, თუ როგორ ჩამოშორდა ქვეყანა არა მარტო ევროპულ მომავალს, არამედ საკუთარ თავს.

ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია და ყველაზე დიდი დანაშაული ამ რეჟიმის, რომ ჩამოგვაშორა ჩვენს თავს, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი შვილების მომავალი გაანადგურა ან ცდილობს, რომ გაანადგუროს, ცდილობს, რომ წაგვიყვანოს სხვაგან, სადაც ნამდვილად არ არის საქართველოს გზა და მომავალი.

ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიდგეთ და ჩვენს თავთან დგომა არის ის, რაც 28 ნოემბერს ყველას, თითოეულ ჩვენგანს გვევალება. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენი ერთად დგომით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოპულარული

თბილისის ნაძვის ხის დეკორაციების შესაძენად  343 026 ლარის შესყიდვა გამოცხადდა

საახალწლოდ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის მორთვისთვის საჭირო ახალი ფიგურებისა...

ელჭექი, თოვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში...

კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას ითხოვს

ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენისა და გაღრმავების მთავარ წინაპირობად, ევროკავშირი სირიისგან...

საპატიმრო აქციებზე დაკავებულმა დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს

2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებული, დავით...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო...

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამტკიცებულია ჰიპოთეზა, რომელსაც მათემატიკოსები 170 წელი ვერ ამტკცებდნენ

Anthropic-ის თანამშრომელი და მათემატიკოსი ლევენტ ალპიოგე აცხადებს, რომ ხელოვნური...

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან – ტუსკი ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდებაზე

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი,...

ექიმის თქმით, ფონიჭალაში დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში...

ყველა ამბავი

პოლიციის მე-5 განყოფილებაში, “მაკაჩავეს”კინაღამ მცემეს, დამაკავეს. მაგიდაზე განყოფილების უფროსს იარაღი ედო – ადვოკატი

"თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების შენობაში "მაკაჩავეს" მითხრეს რომ ფეხებზე ჰკიდიათ ჩემი ადვოკატობა, კინაღამ მცემეს, დამაკავეს. მაგიდაზე განყოფილების უფროსს იარაღი...

თბილისის ნაძვის ხის დეკორაციების შესაძენად  343 026 ლარის შესყიდვა გამოცხადდა

საახალწლოდ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის მორთვისთვის საჭირო ახალი ფიგურებისა და ნაძვის ხის ძირის კონსტრუქციის შესყიდვას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გამარტივებული...

ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ [ციხეში]? – ვატო ყიფიანი

ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ ? -ასე მიმართა ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს საქალაქო სასამართლოში, სადაც...

რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც – მერცი

რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას...

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა. 24 ნოემბერს, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის,...

მამაკაცი, რომელმაც ფონიჭალაში აფეთქებისას სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევი, რომელმაც სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო, კლინიკაში გარდაიცვალა.კაცმა...

ტრამპის გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში კიევი დახმარებისთვის აშშ-ის კონგრესს მიმართავს

უკრაინა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვს, თუ წლის ბოლომდე კიევისთვის მისაღები სამშვიდობო შეთანხმება...

აშშ-ის სასამართლომ Huawei სამრეწველო ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო

ბრუკლინის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ Huawei ბრალდების 12 პუნქტიდან 10-ში დამნაშავედ ცნო, მათ შორის კომერციული საიდუმლოების მოპარვის მიზნით შეთქმულებაში. კომპანია...

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერ

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია, კლინიკიდან გაწერეს. ინგოროყვას კლინიკაში აცხადებემ რომ ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის...

წამოიყვანოს პუტინი და კიევში ჩამოფრინდეს – ზელენსკი ლუკაშენკოზე

"წამოიყვანოს პუტინი და კიევში ჩამოფრინდეს"- ასე უპასუხა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბელარუსის  პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეთავაზებას, მოსკოვში ჩაფრენასთან დაკავშირებით.პასუხად...

BBC:ათასობით დაღუპული „მეტყევის ქოხისთვის“: რამდენი ადამიანი დაკარგა რუსეთმა უკრაინის პატარა სოფლებისთვის ბრძოლებში

BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს ვრცელ სტატიას უკრაინასთან ომში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ იმ უკრაინული მცირე დასახლებების ასაღებად. მედიამ სხვადასხვა...

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ დასავლელი სამხედროები უკრაინაში ახლავე უნდა განთავსდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონმა და „მსურველთა კოალიციის“ პარტნიორებმა თავიანთი შეიარაღებული ძალები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების...