ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის თხუთმეტმა სტუდენტმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც საღამოს 22 საათზე რექტორისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ისინი გიგა ზედანიას გადადგომას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებით იმუქრებოდნენ.
აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელთა ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ხვალ მოშიმშილეებს კიდევ რამდენიმე სტუდენტი დაემატება. სტუდენტები განათლების მინისტრაც სთხოვენ, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა პროტესტი გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენის და სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო. ეს მოთხოვნა მხრიდან კვლავ ძალაშია.