FT: დიზელის საწვავის დეფიციტის გამო მსოფლიო ახალი კრიზისის ზღვარზეა

spot_imgspot_img

მსოფლიო დიზელის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული ახალი კრიზისის ზღვარზეა, რადგან რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ირანთან ომის შედეგებს დაემთხვა. ამის შესახებ  Financial Times წერს.

გამოცემის შეფასებით, ამ ფონზე მოსალოდნელია ფასების ზრდა როგორც ავტომობილისტებისთვის, ისე ფერმერებისთვის, ხოლო ინფლაციის შეკავების მცდელობები შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს.

რუსეთის მთავრობამ 31 ივლისამდე აკრძალა დიზელისა და გემების საწვავის, ასევე გაზოილების ექსპორტი. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ივლისს განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის მორიგი ესკალაციის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღარ მოქმედებს. ამ ფონზე სპარსეთის ყურით დიზელის საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების მიწოდება ისევ მინიმალურ დონემდე შემცირდა, ჰორმუზის სრუტეში ირანის ახალი თავდასხმების საფრთხის გამო.

ევროპაში დიზელის საბითუმო ფასები მკვეთრად გაიზარდა

ევროპაში დიზელის საბითუმო ფასები მკვეთრად გაიზარდა. 8 ივლისს დიზელის ევროპული ფიუჩერსების პრემიამ ნედლი ნავთობის ფასთან შედარებით რეკორდულ 60,7 დოლარს — 53,1 ევროს — მიაღწია ბარელზე.

მიუხედავად ნედლი ნავთობის ფასების ბოლო შემცირებისა — ირანთან ომის დროს 100 დოლარზე, ანუ 87 ევროზე მეტიდან დაახლოებით 70 დოლარამდე, ანუ 61 ევრომდე — დიზელის საწვავი კვლავ ბარელზე დაახლოებით 135 დოლარად, ანუ 118 ევროდ ივაჭრება.

ენერგეტიკის სფეროში მონაცემთა ანალიზზე მომუშავე კომპანია Sparta-ს წარმომადგენელმა ნილ კროსბიმ თქვა, რომ რუსეთის აკრძალვამ შესაძლოა დეფიციტი გამოიწვიოს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა აფრიკა, ლათინური ამერიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.

საწვავის კრიზისი რუსეთის დაახლოებით 60 რეგიონს შეეხო

მაისის ბოლოდან, უკრაინის გახშირებული თავდასხმების ფონზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე, რუსეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტი შეიქმნა.

დეფიციტის გამო ქვეყნის მოსახლეობა იძულებულია საათობით იდგეს რიგებში ბენზინგასამართ სადგურებთან, ბევრი სადგური კი საერთოდ არ მუშაობს. ივლისის დასაწყისისთვის, როგორც სააგენტო РБК-მ დაითვალა, იმ რეგიონების რაოდენობა, სადაც საწვავის გაყიდვაზე გარკვეული ზომები მოქმედებს, 60-ს მიუახლოვდა. სტატისტიკაში ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიც არის გათვალისწინებული.

spot_imgspot_img

პოპულარული

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – ხაბეიშვილი

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“  -...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია...

აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას – კობახიძე 

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს...

“უცხოელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ტელეფონები და თანხა გასტაცეს” – დააკავეს 2 პირი

თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს."გამოძიებით...

უკრაინელებმა 48 საათში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი 13 ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის თქმით,...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC)...
spot_img

ყველა ამბავი

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 2019 წელს არჩევნებში გაიმარჯვა. მასპინძელმა, სერბეთის...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში მდებარე სარაკეტო გამშვებ დანადგარებზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ამერიკული...

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო, თურქეთი სავაჭრო გემების გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ შაბათს, 8...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...