გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით მილიარდერ ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მრავალწლოვანი ხეები ამჯერად ქობულეთის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. გიგანტური ხეების გადატანის გამო ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე ელექტროგადამცემი სადენები ბოძებიდან ჩახსნეს. ამოთხრილია ბოძებიც. სადენები კი სპეციალური შეფუთვით გზის მიმდებარედ ისე გაიყვანეს, რომ ის გიგანტური ხის გატარებას ხელს ვეღარ შეუშლის. გზის პირას მოჭრილია ხეებიც, რომლებიც გიგანტური ხეების გატარებას შეაფერხებდა.
სოფელ ზენითში სამი ხე გადასატანად უკვე მზადაა
ერთ-ერთ ხესთან მისასვლელი გზის მოსაწყობად ამ დრომდე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.
სოფელ ზენითის ზოგიერთი მაცხოვრებლის თქმით მოჭრილი ხეების მფლობელები თვითონ იყვნენ, მაგრამ საკუთრებაში რეგისტრირებული არ ჰქონდათ. შესაბამისად, ამაზე არ უდავიათ და არც საუბარი სურთ. ბათუმელები ადგილზე გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

















