ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში, გლდანში ერთ-ერთ ბინაში გაზის ონკანი ღია დარჩათ.
ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებმა დღეს დილით სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნეს და “ყაზტრანსგაზს” მიმართეს.
“ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები ადგილზე მალევე მივიდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.
მაცხოვრებლების განცხადებით, ერთ-ერთ ბინაში მამაკაცს გაზის ონკანი ღია დარჩა, რამაც ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია.














