მოსკოვი მტკიცედ უპასუხებს აგრესიულ ქმედებებს ყველა არსებული ძალითა და საშუალებით – რუსეთის საგარეო

მოსკოვი მტკიცედ უპასუხებს მის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს ყველა არსებული ძალითა და საშუალებით. ასეთი ქმედებების ინიციატორებისთვის პასუხი დამანგრეველი იქნება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთ უგუნურ გეგმებს და მათ განხორციელებას შორს მიმავალი შედეგები მოჰყვება. გაფრთხილებთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებზე პასუხი გადამწყვეტი და დამანგრეველი იქნება ამ ქმედებების ინიციატორებისთვის. ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენს წინააღმდეგ მომართულ ნებისმიერ მუქარას ყველა არსებული ძალითა და საშუალებით.[…]რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა ნატო-ს ქვეყნები, არა მხოლოდ დიპლომატიური არხებით, არამედ საჯაროდაც, რომ კიევის რეჟიმის დახმარება და რუსეთში მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე მისი ტერორისტული თავდასხმების მხარდაჭერა მათ ამ დანაშაულების თანამონაწილეებად აქცევს“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.