გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა. შვილის მკვლელობისთვის დაკავებულია 69 წლის მამაკაცი.
40 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.














