გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან ასამბლეის წაყვანის ფაქტს საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.მათი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შტურმით აღება სცადა.რუსთაველზე სპეცრაზმი მომიტინგეებს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით გაუსწორდა.
via GIPHY
ვიდეოში სპეცრაზმელი სახელად ზაზა ფანცქალაშვილია. ის მშვიდობიან მოსახლეობას სახეში უმიზნებდა და ესროდა. ვიდეოში აღბეჭდილია კადრი სადაც ზაზა ფანცქალაშვილი რუსთავი ორის ოპერატორსა და ჟურნალისტს უმიზნებს რეზინის ტყვიებს.
ზაზა ფანცქალაშვილის სახელი ფიგურირებს ბაჩანა ახალაიას ერთ-ერთი ბრალდების საქმეში. კერძოდ, ე.წ. „რეინჯერების“ საქმეზე, რომელზეც ყოფილ შს მინისტრს ბრალი 2013 წლის 1 მარტს წარუდგინეს. ინფორმაციას “AMBEBI.GE”-ი ავრცელებს.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2012 წლის 18 აგვისტოს, ანუ მაშინ, როცა ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მან შეიტყო, რომ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლები: თეიმურაზ ფალავანდიშვილი, ზაზა ფანცქალაშვილი, მამუკა ჟვანია, დავით ბაგრატიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, სამველ ბაზოიანი და არსენ მკრტუმიანი თანაუგრძნობდნენ „ქართულ ოცნებას“ და მათი დამცირება გადაწყვიტა პოლიტიკური შეხედულებების გამო.
ბაჩანა ახალაიამ განიზრახა პოლიტიკური შეხედულებების გამო მათი დასჯა-წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაუკეთა ორგანიზება. მან ბრძანება გასცა, სასწრაფოდ შეეკრიბათ პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა. ბაზაზე მისვლისას, მან დაამცირა ზაზა ფანცქალაშვილი – უწოდა მას მოღალატე, პინგვინი და პოლიტიკური შეხედულების გამო მიაყენა ღირსების შემლახავი სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ამ საქმეზე ბრალდებული ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ე.წ. „რეინჯერების“ საქმეზე გამართლდა.

“ასე დამიზნებით ესროდა თავში, აქციის მონაწილეებს მათ შორის ჟურნალისტებს, მათ დაჭრეს კურიერის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელსაც ახლა საოპერაციოდ ამზადებენ. თვალი ამოთხარეს ჩენს თანამშრომელს, რომელსაც ყბის ძლები აქვს ჩამტვრეული. ჰოდა ხალხს აქვს უფლება იცნობდეს მათ!!! გაიცანით ზაზა ფანცქალაშვილი. ახლა მიდის სკანირება და ყველას დავადგენთ. გუშინ იყო ბრძანება დამიზნებით ესროლათ ჟურნალისტებისთვის, მთელს მსოფლიოში PRESS თუ აწერია, თუ კამერა უჭირავს თუ მიკროფონი უჭირავს არავინ ესვრის, თუ არ არის ჯალათი, ან რუსი ოკუპანტი !!! რატომ ესროდენენ დამიზნებით ჟურალისტებს, ვისი ბრძანება იყო? გავა დროს და თავად იტყვიან ეს სპეცრაზმელები!!!”- წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი აქციის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიღებული. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.გუშინდელ აქციაზე 31 ჟურნალისტი დაშავდა. ამის გამო დღეს ჟურნალისტებმა შსს-თან აქცია გამართეს.