შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
რომელ პოლიტიკურ პარტიაში გააგრძელებს საქმიანობას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ადვოკატი არ საუბრობს.
„20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი”, – აცხადებს ჩივიაშილი.
ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს, ის საპყრობილეს 20 თებერვალს დატოვებს.














