“არ გააღო ჯერ!” – გოგი გვახარია თვითიზოლაციაშია (ვიდეო)

კინომცოდნე გოგი გვახარია ორკვირიან თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე გუშინ დაწერა. გვახარია ამერიკიდან დაბრუნდა. მისმა მეგობარმა,  ნინია კაკაბაძემ კი სოციალურ ქსელში  ვიდეო გამოაქვეყნა  სადაც ჩანს რომ მან მეგობარს სახლში პროდუქტები მიუტანა და კართან დაუტოვა იზოლაციის წესების დაცვით.