არჩილ თალაკვაძის სახლთან კედელში დამალული იარაღი იპოვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ სახლთან,  ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

ნუცუბიძის მესამე მიკრო რაიონის მეთორმეტე კორპუსის  სადარბაზოში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ცხოვრობს  დაცვის თანამშრომელმა იარაღი კედელში აღმოაჩინა.

მომხდარზე გამოძიება თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე დაიწყო (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი).