ასლან აბაშიძე მოსკოვში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე გახდა

აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი, ასლან აბაშიძე რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნება მოსკოვში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე გახდა. რუსულმა ინტერნეტ გამოცემამ “ღია მედია“ მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინა, რომ ასლან აბაშიძე 2019 წლის აგვისტოში გახდა მოსკოვის დასავლეთ ადმინისტრაციულ ოლქში, ზვენიგოროდის ქუჩა 16–ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ლეგენდა“–ს თავმჯდომარე.

ასლან აბაშიძე იძულებული გახდა 2004 წელს საქართველო დაეტოვებინა. მას შემდეგ ის მოსკოვში ცხოვრობს. ასლან აბაშიძის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მის წინააღმდეგ ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.