უკრაინამ კურსკის ოლქის დასახლება დაბომბა, არის მსხვერპლი – რუსეთი
კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამტკიცებს, რომ გამთენიისას უკრაინამ დაბობმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლება ტიოტკინო. მისი ცნობით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.
გუბერნატორის ცნობით, დაღუპული წინასწარი...
აზოვსტალი უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა – პუშილინი
ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერი აცხადებს, რომ აზოვსტალის ქარხანა უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტმა დატოვა.
„ჯერ ყველა არ წასულა, მიმდინარეობს. ნახევარზე მეტი ნამდვილად უკვე წავიდა, მათ უკვე დაყარეს იარაღი...
აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები – გრიგორი კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან.
"ჭორები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია, ჩვენ...
გერმანია ყოფილ კანცლერს რუსეთთან ურთიერთობის გამო ოფიციალურ პრივილეგიებს ჩამოართმევს
გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის თანამშრომლები. გერმანიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შროდერმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის...
რუსეთი მეთაურებს ათავისუფლებს, ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება – ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაათავისუფლა უფროსი მეთაურები, რომლებიც ცუდად ასრულებდნენ უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპებს
გათავისუფლებულთა შორის არის გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც მეთაურობდა ელიტარულ პირველი გვარდიის სატანკო არმიას...
რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 85-ე დღეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 85 დღეში ოკუპანტებმა დაკარგეს:
დაახლოებით 28 500 ჯარისკაცი
ტანკი - 1254
ჯავშანტექნიკა - 3063
საარტილერიო სისტემები...
ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთთან შერიგების პირობები დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა და ტერიტორიების ნაწილს არ დათმობს "დამშვიდებისთვის". მან რუსეთთან შერიგების პირობები დაასახელა:
"შერიგების ერთადერთი ვარიანტი არის რუსული...
რუსი ოკუპანტების შეტევა 4 მიმართულებით ჩაიშალა – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ოკუპანტებმა შეტევა 4 მიმართულებით წამოიწყეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
"სევეროდონეცკის მიმართულებით დამპყრობლებმა შეტევა წამოიწყეს და შეტევითი მოქმედებები ჩაატარეს უსტინოვკას დასახლების მიდამოებში, მაგრამ წარუმატებლად.
ბახმუტის მიმართულებით მტერმა...
4 ელემენტი, რომელიც ჩემთვის გამარჯვების აუცილებელი კომპონენტია – კულება
„გამარჯვება არის ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმისა და დონბასის გათავისუფლება.
რეპარაციის გადახდა.
ომის დამნაშავეებისა და იმ ადამიანების დასჯა, ვინც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.
უკრაინის ევროინტეგრაციის გზაზე ადგილის გამყარება.
ეს არის ის ოთხი...
ავარია ტრაპიზონთან – დაიღუპა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხუთი დაშავდა
აჭარის მთავრობის განცხადებით, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაემგზავრა....















