რუსეთი არ აყენებს ულტიმატუმებს, ისმენს ჩვენს წინადადებებს – პოდოლიაკი
"გასაგები რომ იყოს – მოლაპარაკებებზე რუსეთი არ აყენებს ულტიმატუმებს, არამედ ყურადღებით ისმენს ჩვენს წინადადებებს. უკრაინა არცერთ პოზიციას არ დათმობს. ჩვენი მოთხოვნებია - ომის დასრულება და რუსეთის ფედერაციის ჯარების გაყვანა....
კადიროვი უკრაინაშია და სარდაფში ვირთხასავით იმალება – გერაშჩენკო
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინაში, სოფელ ივანკოვოში ჩავიდა, თუმცა სარდაფში იმალება.
ის მოუწოდებს კადიროვს, გამოვიდეს სარდაფიდან და ბრძოლაში "თავი გამოიჩინოს".
"ის ივანკოვოშია, სადაც ჩვენს...
თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს NATO-სთვის თამაშის წესებს შეცვლის – დუდა
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება აიძულოს NATO, გადახედოს გადაწყვეტილებას კონფლიქტში სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
დუდას ჰკითხეს, სჯერა თუ...
ეს პუტინის ომია, ქალები და ბავშვები მისი ხელით იხოცებიან – სტივენ კინგი
"ეს პუტინის ომია. ქალები და ბავშვები მისი ხელით იხოცებიან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსმა ხალხმა გაიგოს, რა ხდება. საციცოხლოდ მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის კედლის დანგრევა. პუტინი იტყუება"
წერს ამერიკელი მწერალი, სტივენ კინგი ტვიტერზე.
მელიტოპოლში ოკუპანტებმა აქციები აკრძალეს და კომენდანტის საათი დააწესეს
მელიტოპოლში ოკუპანტები ქუჩებში ჯავშანმანქანებით მოძრაობენ და ხალხს რუპორით მოუწოდებენ, არ გავიდნენ აქციებზე.
ქალაქში, რომლის მერიც რუსებმა გაიტაცეს, საღამოს 18:00 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი დააწესეს და დემონსტრაციების გამართვა აკრძალეს.
"მელიტოპოლის...
ტერორისტული თავდასხმაა ევროკავშირ-NATO-ს საზღვართან – რეზნიკოვი ლვოვზე
"რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-NATO-ს საზღვართან....
12-დღიანი ბლოკადა მარიუპოლზე – დაიღუპა 1582 მშვიდობიანი მოქალაქე
12-დღიანი ბლოკადისა და სისტემატური დაბომბვის შედეგად მარიუპოლში 1582 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერი აკოფიანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის შურისძიება მარიუპოლის მცხოვრებლებზე, რომლებმაც თავიანთი პროუკრაინული...
ოკუპანტებმა უკრაინის კიდევ ერთი ქალაქის, დნიპრორუდნის მერი გაიტაცეს
ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, ოკუპანტებმა გაიტაცეს ზაპოროჟიეს ოლქში შემავალი ქალაქის, დნიპრორუდნის მერი, ევგენი მატვეევი.
"სამხედრო დანაშაულები სისტემური ხდება. დნიპრორუდნის მერი ევგენი სერგეევიჩ მატვეევი გაიტაცეს."- წერს სტარუხი Facebook-ზე.
ცნობისთვის,...
როდის გაიმართება მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი – პოდოლიაკის განმარტება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი "სამართლებრივი ფორმატების" შემუშავების შემდეგ გაიმართება.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების გამართვის თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა შეიძლება ხვალ...
ჩერნიგოვში 9-სართულიანი საერთო საცხოვრებელი დაბომბეს – დაიღუპა 1 ადამიანი
ჩერნიგოვში რუსული ავიაციის იერიშის შედეგად 9–სართულიანი საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, თავდასხმა 13 მარტს, დილის 5:46 საათზე მოხდა.
დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 1, მაშველებმა 7 პირის გადარჩენა...















