შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციებზე ამ დღეებში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს...
ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და ამაღელვებელი სანახავი იყო–ჯოზეფ ბორელი თბილისის აქციებზე
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას უცხოური გავლენის აგენტების კანონის გაწვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის...
მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად საჭირო იყო ეს ყველაფერი? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად?–მირიამ ლექსმანი
მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებად?- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის...
ქართულმა ოცნებამ და ხალხის ძალამ “აგენტების კანონი“ უკან გაიწვიეს
როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო...
რუსულ პოლიტიკას ჰგავს, როცა ცდილობენ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ – სალომე ზურაბიშვილი CNN–ზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეკომპანია CNN–თან ინტერვიუში გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას. მან თქვა, რომ "რუსულ პოლიტიკას ჰგავს", ის როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ. გადაცემის...
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაწმინდა
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან მთლიანად გაწმინდა. წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით პარლამენტის წინ აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ამაგრებდა, აქციის მონაწილეებს...
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს
საფრანგეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.
“საფრანგეთი, როგორც ევროკავშირი, იმეორებს...
ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით–შარლ მიშელი
7-8 მარტს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ტვიტერზე ის წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის გზას არ შეესაბამება.
"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში...
თავის დროზე ჯაშუშებისთვის სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა-კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოიყენა.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნეს და მისი განხილვა მხოლოდ...
შსს-ს ინფორმაციით პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეკრებილთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების...