ISW: რუსეთმა რაკეტების ნაკლებობის გამო შეიძლება სარაკეტო დარტყმების ტაქტიკა შეცვალოს

რუსეთის ჯარებმა შესაძლოა შეცვალონ უკრაინაზე სარაკეტო დარტყმის ტაქტიკა და ფოკუსირება მოახდინონ უკრაინის სამხედრო ობიექტებზე, წერენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები რეგულარულ მოხსენებაში.

მათივე თქმით, რუსული სარაკეტო დარტყმების საერთო რაოდენობა მცირდება, რაც ზუსტი მართვადი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე მიუთითებს.

ვადიმ სკიბიცკიმ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, განაცხადა, რომ რუსული ძალების  სარაკეტო თავდასხმების მთავარი სამიზნე შესაძლოა უკრაინის სამხედრო ობიექტები და სამხედრო ძალების კონცენტრაციის ადგილები გახდეს, თუმცა  გააგრძელონ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები.

სკიბიცკიმ თქვა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთს ამჟამად დარჩენილი აქვს მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგების მხოლოდ 15%,  2022 წლის 24 თებერვლამდე არსებული მარაგებიან, ხოლო კალიბრ, X-101 და X-555 საკრუიზო რაკეტები შეადგენს ომის დასაწყისში არსებული მარაგების 10%-ზე ნაკლებს შეადგენს.

სკიბიცკის თქმით, რუსული ძალები ვერ განახორციელებენ თავდასხმებს თვეში ორჯერ მეტი სიხშირით  რაკეტების დაზოგვის აუცილებლობის გამო (გასული წლის შემოდგომაზე ისინი უფრო ხშირად ახორციელებდნენ საჰაერო თავდასხმებს – დაახლოებით კვირაში ერთხელ).

ISW ექსპერტები ადრეც წერდნენ, რომ რუსეთის სარაკეტო არსენალი მცირდება, რამაც შეიძლება შეზღუდოს დარტყმების სიხშირე და ინტენსივობა.