ცნობილი ფრანგი დიზაინერი, ემანუელ უნგარო, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, უნგაროს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 წლის მანძილზე მძიმე იყო.
ემანუელ უნგარო 1933 წელს სამხრეთ საფრანგეთში, იტალიელების ოჯახში დაიბადა. 1950-იან წლებში ის საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.
უნგარომ 1965 წელს დაარსასაკუთარი მოდის სახლი და მას თავისი სახელი Emanuel Ungaro დაარქვა.