„დედა, მენატრები!“ – ჩინელ ექთანს შვილის ნახვის უფლება მხოლოდ შორიდან მისცეს (ემოციური ვიდეო)

კორონავირუსით დაინფიცირებულთა საავადმყოფოში მომუშავე ექთნის და მისი ქალიშვილის ემოციური ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

როდესაც გასულ თვეს ეპიდემია გაძლიდერდა, ლიუ ჰაიანი ჰენანის პროვინციაში სამსახურში დაიბარეს. ექთანს თავისი 9 წლის ქალიშვილი უკვე 10 დღეა არ უნახავს, რადგან საავადმყოფოს თანამშრომლებს ეკრძალებთან ტერიტორიის დატოვება, სანამ კარანტინი არ მოიხსნება.

დედა-შვილმა ერთმანეთი 31 იანვარს ნახა, თუმცა ისინი ერთმანეთსგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იყვნენ და ერთმანეთს „საჰაერო ჩახუტებას“ უგზავნიდნენ.

„დედა, მენატრები!“ – ტიროდა შეხვედრისას გოგონა…

„დედა ურჩხულებს ებრძვის. სახლში დავბრუნდები როდესაც ვირუსი გაქრება“, – ეუბნება დედა აცრემლებულ შვილს.

ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 24 324 ადამიანი.