F-16-ები ომის კურსს „ძალიან სერიოზულად შეცვლიან“ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელი იური იგნატი აღნიშნავს, რომ ავიაგამანადგურებლები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის.

”მინდა ვეკამათო ამ საკითხის ყველა კრიტიკოსს თვითმფრინავებთან დაკავშირებით. თვითმფრინავები შეცვლის ომის კურსს და შეცვლის მას ძალიან სერიოზულად. საკითხავია ის, რომ ამ თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები არ უნდა იყოს რუსულზე მნიშვნელოვნად სუსტი.[…]ნახეთ, რამდენ მართვად ბომბს უშვებს მტერი და ისეთი საავიაციო სისტემების დახმარებით, როგორიც არის F-16, ჩვენ შევძლებთ შევაჩეროთ ის, რასაც რუსეთი აკეთებს. კერძოდ, შევძლებთ რუსული ავიაციის განდევნა და ჩვენი სახმელეთო ჯარების ჰაერიდან დაცვას,“, – აღნიშნა იგნატმა, როდესაც მან უპასუხა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის კომენტარს, რომ თვითმფრინავები ომის კურსს არ შეცვლის.