გარდაიცვალა ცნობილი რეჟისორი,ფრანკო ძეფირელი

იტალიელი რეჟისორი, ფრანკო ძეფირელი 97 წლის ასაკში, რომში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. წლების მანძილზე ის არაერთი გამორჩეული ფილმის რეჟისორი იყო. ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. 90–იან წლებში ორჯერ აირჩიეს იტალიის სენატში მაშინდელი პრემიერ მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის პარტიიდან. ძეფირელი დიდი ხანია ავად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუარესდა.