Google-ის სერვისებზე გლობალური შეფერხება დაფიქსირდა

Google-ის საძიებო სისტემის მომხმარებლებს, გლობალური მასშტაბით, კომპანიის სერვისების გამოყენებისას პრობლემები შეექმნათ.

პრობლემები დაფიქსირდა YouTube-ის ჰოსტინგისა და GMail-ის ფოსტის სერვისის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ასევე ხარვეზებით მუშაობს Google-ის საძიებო სისტემა, Google Drive-ი.

შეფერხების მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.

ვებგვერდების მუშაობის მონიტორინგის პორტალ DownDetector-ის მონაცემებით, “გუგლის” სერვისებზე ხარვეზი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება.