“ჰოლივუდის ვარსკვლავივით ლიმუზინით დავყავარ“– სააკაშვილი კალიფორნიაშია(ვიდეო)

საქართველოს ექს–პრეზიდენტი ამერიკაშია. ის კალიფორნიის შტატში უკრაინელებთან შესახვედრად ჩავიდა.

“კალიფორნიაში უკრაინელებმა ძალიან თბილად მიმიღეს და ლიმუზინითაც დავყავარ, როგორც ვიღაც ჰოლივუდის ვარსკვლავი. დღეს სერიოზულად ვილაპარაკებთ და ამავე დროს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ.“–წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე და შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს.