“ივანიშვილს შუშის სასახლის ქვევით ბუნკერში უდევს 800 მილიონი“–სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფონდი ქართუს გადაწყვეტილებას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ის სახელმწიფო ორგანოებს შეუვსებს ფულს, თუ მათ ფული დააკლდებათ სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის მთელი ფული არის “ბოლო წლებში არის მოპოვებული საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, მევახშეობით, ბიზნესის წაღებით.“

“ ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში. და ახლა გეუბნებათ, რომ 2-3 პრცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ, რომ არ მომივარდეთ ჩემს შუშის სასახლეში. მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ: დღეს რომ საქარველო ასეთი დაუცველია, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით და იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს ეს არის ივანიშვილის ბრალი. მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან ეს ფული უნდა დაბრუნდეს თქვენთან და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას. საქართველოს ემუქრება სრული ჩამოშლა ლარის და მასობრივი შიმშილი. ამიტომ ივანიშვილს პირველ რიგრში უნდა მოვთხოვოთ რომ დააბრუნოს ის ფული. ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი.ეს არის თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი თითქმის მთლიანად. ეს ფული უნდა ამოღებულ უნდა იქნას და და ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნესებისათვის დახმარებაში. ეს იქნება ნამდვილი დახმარება.“– ამბობს სააკაშვილი.