„კაცები ცეკვავენ სამაიას“–ლია უკლებას მორიგი პროტესტი და სკანდალური ნამუშევარი

მხატვარმა ლია უკლებამ, რომლის ნამუშევრები არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი ახალი ნახატი შექმნა “კაცები ცეკვავენ სამაიას“- ასე ქვია მის ახალ ნამუშევარს, რომელიც როგორც თვითონ ამბობს ნინო სუხიშვილის პოზიციის გამო დახატა.
მხატვრის პროტესტი გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის პოზიციამ გამოიწვია, რომელმაც თქვა: „ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად კი, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია“. ფილმის რეჟისორმა ლევან აკინმა განაცხადა, რომ ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა და მოცეკვავეებს ფილმში მონაწილეობა აუკრძალა.
უკლება „რადიო თავისუფლებასთან“ აცახდებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის მისი შინაგანი მდგომარეობა. და ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას სურს.
ამ ნახატმაც, ისევე, როგორც შემოქმედის წინა ნამუშევრებმა (თვითმკვლელი ღვთისმშობელი, ტრანსგენდერი ჩვილით) საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

– დაიწყეს ქართული ცეკვის გაუპატიურება… – ასე შეაფასა ლია უკლებას ნამუშევარი ქორეოგრაფმა დავით ფოცხიშვილმა:

“აჰა, გამოჩნდა “სამაიას” სიურეალიზმური ნამუშევარი… მოკლედ ნელ-ნელა შემოგვაპარეს და დაიწყეს ქართული ცეკვის გაუპატიურება… არ ისვენებენ და მიიღებენ კეფაში….

ამ ნახატის ავტორი ყოფილა ლია უკლება, რომელსაც დაელია ფანტაზიის უნარი და ბოლოს გადაწყვიტა “სამაიას” კაბებში მამაკაცები ჩაესახა… ბრავო! უკლება ბრავო! შედევრია! ესე როგორ დაბეჩავდით და მიწასთან გასწორდით?“