ხანძარი ტყიბულის რაიონის სოფელ ძიროვანში – ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში 20 მეხანძრე მაშველი მონაწილეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა ფართობის ტერიტორიაა დამწვარი, ამ ეტაპზე უცნობია.