რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს მეცნიერი — რუსეთისა და კანადის მოქალაქე

კომის რესპუბლიკის სასამართლომ ფილოსოფოს ნიკოლაი ზიუზევს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. FSB ამტკიცებს, რომ მეცნიერმა უცხოური ორგანიზაციებისგან 2 მილიონი ევრო მიიღო პროექტისთვის, რომელიც რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ ნიკოლაი ზიუზევს, რომელსაც რუსეთისა და კანადის მოქალაქეობა აქვს, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით შვიდი წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა განაცხადა.

FSB-ის განცხადებით, ზიუზევმა მისთვის წარდგენილი ბრალდებები აღიარა და „თანამონაწილეები ამხილა“.

სპეცსამსახურის მტკიცებით, 2022 წლის თებერვალში ფილოსოფოსმა მოამზადა პროექტი, რომელიც, ძალოვანი უწყებების შეფასებით, „რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“ იყო მიმართული. გამოძიებამ პროექტში საქმიანობის 12 მიმართულება გამოყო.

FSB-ის მასალების მიხედვით, პროექტის ერთ-ერთი მიზანი რუსეთის ფარგლებს გარეთ ქვეყნის მცირერიცხოვანი ხალხების „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების“ ლიდერების მომზადება იყო.

გარდა ამისა, ზიუზევს ბრალად დასდეს ევროკავშირის ანალიტიკური ცენტრების დავალებით ინფორმაციის გადაცემა, ექსტრემისტული მასალების გავრცელება და მცირე ხალხების წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის შესახებ თეზისის პოპულარიზაცია.

გერმანულმა ორგანიზაციებმა არ დაადასტურეს, რომ ზიუზევი მათთვის მუშაობდა

გამოძიების ვერსიით, მეცნიერი დაფინანსებას 12 უცხოური ორგანიზაციისგან გრანტების სახით იღებდა, მათ შორის გერმანული სტრუქტურებისგან.

FSB-ის მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს შორის არიან გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოება, ქრისტიან-სოციალურ კავშირთან დაახლოებული ჰანს ზაიდელის ფონდი, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი, შვედეთის ინსტიტუტი, IREX Europe, ბრიტანული Chatham House და შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ფონდი.

FSB-ის შეფასებით, პროექტისთვის სულ 2 მილიონი ევრო გამოიყო.

სააგენტო dpa-ს შეკითხვაზე რუსეთის სპეცსამსახურის მიერ დასახელებულ გერმანულ ორგანიზაციებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ, რომ ზიუზევი ოდესმე მათთვის მუშაობდა.

თავად ზიუზევმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ თავდაპირველად ჰუმანიტარული დისციპლინებისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ინტერნეტრესურსის შექმნა სურდა. თუმცა, მისი თქმით, პოტენციური სპონსორები ამ იდეით არ დაინტერესდნენ.

ამის შემდეგ კონცეფცია შეიცვალა და პროექტში „მედიაინკუბატორების“ შექმნაც შევიდა — რუსი ჟურნალისტები საზღვარგარეთ უნდა გადაემზადებინათ, რათა დაბრუნების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები გაეკრიტიკებინათ.

ნიკოლაი ზიუზევს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს და რუსეთ-ამერიკელი სოციოლოგის, პიტირიმ სოროკინის შემოქმედებას იკვლევდა. მან დაამთავრა სიქტივკარის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტურა. ფლობს კომის ენას.

ზიუზევი კომიში ასწავლიდა და უხტის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრას ხელმძღვანელობდა.

2008 წელს ის კანადაში გადავიდა, სადაც იურიდიული განათლება და მოქალაქეობა მიიღო, მოგვიანებით კი პედაგოგიური საქმიანობისთვის სიქტივკარში დაბრუნდა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მეცნიერი კვლავ კანადაში გაემგზავრა, თუმცა პერიოდულად კომიში ჩადიოდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს ის დააკავეს.

თავდაპირველად მას ბრალი წაუყენეს „კონფიდენციალური თანამშრომლობის“ მუხლით — რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275.1 მუხლით, თუმცა მოგვიანებით ეს ბრალდება სახელმწიფო ღალატის ბრალდებით შეცვალეს.

პოპულარული

სტამბოლში, სკოლის ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა – დაღუპულია ერთი ბავშვი

სტამბოლის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მძიმე ტრაგედია დატრიალდა. სასკოლო ფორმაში...

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოჭთან ტანკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა...

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა -...

დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია – პაპუაშვილი დავითაძეზე

"დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - განაცხადა ამის...

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით...

ყველა ამბავი

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...