{{ARTICLEIMAGE}}
ბიონსე და სოლანჟ ნოულზი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ქეით და პიპა მიდლტონები… დები, რომლებიც პოპულარობით ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან. მათ საერთო მშობლების გარდა წარმატებული კარიერაც აერთიანებთ. ვინ უფრო პოპულარულია? არსებობს თუ არა მათ შორის კონკურენცია? გადავხედოთ რამდენიმე ცნობილ დას.
დებ ოლსენებს ბავშვობიდან ვიცნობთ: ისინი ხშირად თამაშობდნენ ტყუპების როლს მოზარდებისთვის განკუთვნილ ფილმებში. დღეს კი ისინი მოდის სამყაროს მწვერვალებს იპყრობენ. მათ აქვთ რამდენიმე ტანსაცმლის მარკა. მათ შორის ყველაზე ცნობილია The Row. თუმცა უფრო დემოკრატიულ ბრენდებსაც ფლობენ, მაგალითად Elizabeth & James и StyleMint. დებმა ასევე ჩაუშვეს ცალკე ფეხსაცმლის, ჩანთების და პარფიუმის ხაზები. მოკლედ, ორ დას მთელი ბიზნეს იმპერია აქვს. თუმცა ყოფილ მსახიობ დებს კიდევ ერთი, უმცროსი და, ელიზაბეტი ყავთ. ის მხოლოდ ახლა იწყებს ვარსკვლავურ გზას, მაგრამ მაყურებელმა უკვე მოასწრო მისი შეყვარება ვანდას როლით მარველის სამყაროში.
გოგონებმა უცებ დაიპყრეს პოდიუმი და წითელი ხალიჩა: თავიდან ჯიჯი გახდა სენსაცია, შემდეგ კი ბელამ გაიმეორა უფროსი დის თავბრუდამხვევი წარმატება. გოგონები დედის – იოლანდა ჰადიდის კვალს გაჰყვნენ, რომელიც გასული საუკუნის 80–იანებში ბრწყინავდა პოდიუმებზე. ვარსკვლავ დებს უმცროსი ძმაც ყავთ – ანვარ ჰადიდი. ისიც დებივით ლამაზეა და არ აპირებს მათ ჩამორჩეს. ერთი წლის წინ მისი სადებიუტო გადაღება შედგა, დღეს კი უკვე ამერიკის ერთ–ერთ მთავარ ფეშენ–სააგენტოსთან, IMG Models –თან მუშაობს.
დები კარდაშიან–ჯენერები
ხუთივე და დედის – პოპულარული და მოდური ქალბატონის – კრის კარდაშიანის გზას გაჰყვა. მეტი რა გზა ჰქონდათ, როცა მრავალი წლის მანძილზე საკუთარ ოჯახში რეალითი შოუს მონაწილეობა ერგოთ წილად. ამიტომ მათი ცხოვრება ბუნებრივად განვითარდა – ყურადღების ცენტრში მუდმივად ყოფნა მათი ხვედრია. გოგონები არა მხოლოდ პოდიუმებზე და მაღალი საზოგადოების თავყრილობებზე ბრწყინავენ, არამედ საკუთარ ბრენდებს ქმნიან – ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის პასტისასაც კი.
ქეით და პიპა მიდლტონები
მიდლტონების ოჯახი ბრიტანეთის არისტოკრატიას არ მიეკუთვნება. ქეითის და პიპას მშობლები სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდნენ. მოგვიანებით საკუთარი წარმატებული ბიზნესი შექმნეს და მილიონები იშოვნეს. სწორედ ამან გაუხსნა დებს გზა მაღალ საზოგადოებაში. ამჟამად ორივე და ბედნიერ ქორწინებაშია. მათი სახელები ახალი ამბების და გაზეთების გვერდებიდან არ ჩამოდის. ქეითი – კემბრიჯის ჰერცოგინია და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეების დედაა. პიპა კი ცნობილი ინგლისელი მაგნატის – ჯეიმს მეთიუზის ცოლია.
ლამაზი და ნიჭიერი დები ერთმანეთს საოცრად გვანან. ამ მსგავსების მიუხედავად ელი და დაკოტა კინოში სრულიად განსხვავებულ როლებს თამაშობენ და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე არაერთი ჯილდოს მფლობელები არიან. დაკოტა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა, ელი კი Miu Miu–ს სარეკლამო კამპანიის ვარსკვლავია.
ჯესიკა და ეშლი სიმპსონები
დებმა – ჯესიკა და ეშლი სიმპსონებმა კარიერა მუსიკით დაიწყეს. ჯესიკა წარმატებული მომღერალი გახდა, თუმცა კინოკარიერა არ აეწყო. რამდენიმე წარუატებელი ფილმის შემდეგ იძულებული გახდა გარკვეული დროით ჩრდილში გადასულიყო. შოუმ “ჯესიკა სიმპსონის ლამაზი სამყარო“ საშუალება მისცა ხალხისთვის თავი შეეხსენებინა. უმცროსი და ეშლი კი მომღერლისა და მსახიობის კარიერას ერთმანეთს წარმატებით უთავსებს. სხვათაშორის, მან შეასრულა როქსი ჰარტის როლი ბროდვეიზე, მიუზიკლ “ჩიკაგოში“.
ბიონსე და სოლანჟ ნოულზი
აი, ამ დებს შორის კი კონკურენცია აშკარად იგრძნობა. სოლანჟმა აღიარა, რომ ძალიან არ მოსწონს როცა ბიონსეს ადარებენ, როგორც უფრო გამოცდილს და ცნობილს. ისიც ხომ წარმატებული მომღერალი, მსახიობი და მოდელია. ბიონსე კი ამტკიცებს, რომ მისი უმცროსი დის შემოქმედების ყველაზე დიდი ფანატია.
ხუთგზის ოსკაროსანი ცნობილი ამერიკელი კინოოპერატორის და რეჟისორის, კალებ დეშენელის და მსახიობ მერიო ჯო დეშენელის ქალიშვილები მშობლების გზას გაჰყვნენ. თუმცა მცირე განსხვავებით: ემილის კარგად ვიცნობთ ექიმ ტემპერანს ბრენანის როლით ცნობილ სერიალში “ძვლები“. ზოუის კი უფრო სრულმეტრაჟიანი კინო მოსწონს, განსაკუთრებით არტ– ჰაუსი.