ლამაზები და ნიჭიერები: ჰადიდები, მიდლტონები, კარდაშიანები.



{{ARTICLEIMAGE}}

ბიონსე და სოლანჟ ნოულზი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ქეით და პიპა მიდლტონები… დები, რომლებიც პოპულარობით ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან. მათ საერთო მშობლების გარდა წარმატებული კარიერაც აერთიანებთ. ვინ უფრო პოპულარულია? არსებობს თუ არა მათ შორის კონკურენცია?  გადავხედოთ რამდენიმე ცნობილ დას.

მერი ქეითი, ეშლი და ელიზაბეტ ოლსენები


დებ ოლსენებს ბავშვობიდან ვიცნობთ: ისინი ხშირად თამაშობდნენ ტყუპების როლს მოზარდებისთვის განკუთვნილ  ფილმებში. დღეს კი ისინი მოდის სამყაროს მწვერვალებს იპყრობენ. მათ აქვთ რამდენიმე ტანსაცმლის მარკა. მათ შორის ყველაზე ცნობილია The Row. თუმცა უფრო დემოკრატიულ ბრენდებსაც ფლობენ, მაგალითად Elizabeth & James и StyleMint. დებმა ასევე ჩაუშვეს ცალკე ფეხსაცმლის, ჩანთების და პარფიუმის ხაზები. მოკლედ, ორ დას მთელი ბიზნეს იმპერია აქვს. თუმცა ყოფილ მსახიობ დებს კიდევ ერთი, უმცროსი და, ელიზაბეტი ყავთ. ის მხოლოდ ახლა იწყებს ვარსკვლავურ გზას, მაგრამ მაყურებელმა უკვე მოასწრო მისი შეყვარება ვანდას როლით მარველის სამყაროში.

ჯიჯი და ბელა ჰადიდები

 


გოგონებმა უცებ დაიპყრეს პოდიუმი და წითელი ხალიჩა: თავიდან ჯიჯი გახდა სენსაცია, შემდეგ კი ბელამ გაიმეორა უფროსი დის თავბრუდამხვევი წარმატება. გოგონები დედის – იოლანდა ჰადიდის კვალს გაჰყვნენ, რომელიც გასული საუკუნის 80–იანებში ბრწყინავდა პოდიუმებზე. ვარსკვლავ დებს უმცროსი ძმაც ყავთ – ანვარ ჰადიდი. ისიც დებივით ლამაზეა და არ აპირებს მათ ჩამორჩეს. ერთი წლის წინ მისი სადებიუტო გადაღება შედგა, დღეს კი უკვე ამერიკის ერთ–ერთ მთავარ ფეშენ–სააგენტოსთან,  IMG Models –თან მუშაობს.



დები კარდაშიან–ჯენერები


ხუთივე და დედის – პოპულარული და მოდური ქალბატონის – კრის კარდაშიანის გზას  გაჰყვა. მეტი რა გზა ჰქონდათ, როცა მრავალი წლის მანძილზე საკუთარ ოჯახში რეალითი შოუს მონაწილეობა ერგოთ წილად. ამიტომ მათი ცხოვრება ბუნებრივად განვითარდა – ყურადღების ცენტრში მუდმივად ყოფნა მათი ხვედრია. გოგონები არა მხოლოდ პოდიუმებზე და მაღალი საზოგადოების თავყრილობებზე ბრწყინავენ, არამედ საკუთარ ბრენდებს ქმნიან – ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და თქვენ წარმოიდგინეთ, კბილის პასტისასაც კი.

ქეით და პიპა მიდლტონები


მიდლტონების ოჯახი ბრიტანეთის არისტოკრატიას არ მიეკუთვნება. ქეითის და პიპას მშობლები სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდნენ. მოგვიანებით საკუთარი წარმატებული ბიზნესი შექმნეს და მილიონები იშოვნეს. სწორედ ამან გაუხსნა დებს გზა მაღალ საზოგადოებაში. ამჟამად  ორივე და ბედნიერ ქორწინებაშია. მათი სახელები ახალი ამბების და გაზეთების გვერდებიდან არ ჩამოდის. ქეითი – კემბრიჯის ჰერცოგინია და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეების დედაა. პიპა კი ცნობილი ინგლისელი მაგნატის – ჯეიმს მეთიუზის ცოლია.


ელ და დაკოტა ფენინგები

ლამაზი და ნიჭიერი დები ერთმანეთს საოცრად გვანან. ამ მსგავსების მიუხედავად ელი და დაკოტა კინოში სრულიად განსხვავებულ როლებს თამაშობენ და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე არაერთი ჯილდოს მფლობელები არიან. დაკოტა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა, ელი კი Miu Miu–ს სარეკლამო კამპანიის ვარსკვლავია.



ჯესიკა და ეშლი სიმპსონები


დებმა – ჯესიკა და ეშლი სიმპსონებმა კარიერა მუსიკით დაიწყეს. ჯესიკა წარმატებული მომღერალი გახდა, თუმცა კინოკარიერა არ აეწყო. რამდენიმე წარუატებელი ფილმის შემდეგ იძულებული გახდა გარკვეული დროით ჩრდილში გადასულიყო. შოუმ “ჯესიკა სიმპსონის ლამაზი სამყარო“ საშუალება მისცა ხალხისთვის თავი შეეხსენებინა. უმცროსი და ეშლი კი მომღერლისა და მსახიობის კარიერას ერთმანეთს წარმატებით უთავსებს. სხვათაშორის, მან შეასრულა როქსი ჰარტის როლი ბროდვეიზე, მიუზიკლ “ჩიკაგოში“.


ბიონსე და სოლანჟ ნოულზი

აი, ამ დებს შორის კი კონკურენცია აშკარად იგრძნობა. სოლანჟმა აღიარა, რომ ძალიან არ მოსწონს როცა ბიონსეს ადარებენ, როგორც უფრო გამოცდილს და ცნობილს. ისიც ხომ წარმატებული მომღერალი, მსახიობი და მოდელია. ბიონსე კი ამტკიცებს, რომ მისი უმცროსი დის შემოქმედების ყველაზე დიდი ფანატია.

ზოუი და ემილი დეშენელები

ხუთგზის ოსკაროსანი ცნობილი ამერიკელი კინოოპერატორის და რეჟისორის, კალებ დეშენელის და მსახიობ მერიო ჯო დეშენელის ქალიშვილები მშობლების გზას გაჰყვნენ. თუმცა მცირე განსხვავებით: ემილის კარგად ვიცნობთ ექიმ ტემპერანს ბრენანის როლით ცნობილ სერიალში “ძვლები“. ზოუის კი უფრო სრულმეტრაჟიანი კინო მოსწონს, განსაკუთრებით არტ– ჰაუსი.



პოპულარული

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? უპასუხეთ კითხვებს! – ოქიტაშვილი ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებს

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? „ოქიტაშვილი ბიძინას აგენტია“ ,...

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ...

ციხის ხელმძღვანელობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ბრალდებით პატიმრებს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. მათ N6 პენიტენციური დაწესებულების...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ...

რომის პაპის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. მას სიმსივნე ამოჰკვეთეს

წმინდა საყდრის ოფიციალური ინფორმაციით, რომის პაპი ლეო XIV წარმატებული...

„საკმარისია“, – ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს...

ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს – კობახიძე

ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ...

Bloomberg-ის წყაროები: დიდი ბრიტანეთი ზამთრამდე უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის,...

ყველა ამბავი

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში ეკავა, თუმცა მედიამ მისი...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა - ამის შესახებ ნათქვამია...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს,...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს. როგორც მის...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.  ცვლილების თანახმად ტელეკომპანია იმედის 100%-იანი...

ევროკავშირი წყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და მხარდაჭერას მოსახლეობისკენ მიმართავს

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - ამის შესახებ განცხადებას...

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ერევანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა."შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 83% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...