“ლამაზი საღამო გამოგვივიდა“–სუხიშვილები კიევში სააკაშვილის ესტუმრნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე კიევში, მისი სახლის ეზოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ტექსტში კი წერს, რომ მას სუხიშვილები ესტუმრნენ:

“ანტვერპენში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ დავით ნათიძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა,
ჩამომიტანა და ჩემი სახლის ეზოში, კიევში დადგა თავისი თანამედროვე ქანდაკება “ქალის ტორსო”.
ეს მოვლენა განსაკუთრებული იყო თუნდაც იმიტომ რომ, ამ ქანდაკების გახსნას დაესწრნენ, გენიალური ქართველები ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი და ასევე სუხიშვილების ანსამბლის აღმასრულებელი მენეჯერი ხატია ეკიზაშვილი და Reuters-ის ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში მაკა ანთიძე.

ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი საღამო გამოგვივიდა ჩემს იაპონურ ბაღში.

P.s
სუხიშვილების ანსამბლმა უკრაინის კულტურის სასახლე, სადაც 4000 ადამიანი ეტევა, ხუთი დღის განმავლობაში გაავსო ისე რომ არცერთი ბილეთი არ იშოვებოდა. გარეთ უამრავი მთხოვნელი დგას ზედმეტი ბილეთის…როგორ შეიძლება არ იამაყო!“– წერს სააკაშვილი.