ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს

საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (17 084 ხმით) ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი გახდა.

ლაშა ტალახაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისთვის და ხმის მოცემისთვის.

რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტიტული. 2019 წელს ალბათ განსაკუთრებით მეკუთვნოდა ეს ჯილდო, რადგან წელს დავაფიქსირე რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში. ჩემმა გულშემატკივრებმა ეს სიკეთე გვერდში დგომით გადამიხადეს. მადლობელი ვარ მათი და ძალიან მიხარია”,- განუცხადა ტალახაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მეორე ადგიზე 5514 ხმით სომეხი სპორტსმენი, სიმონ მარტიროსიანი გავიდა.