მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი Dolce & Gabbana–ს სახე გახდა

მონიკა ბელუჩის და მისი ყოფილი ქმრის, ვენსან კასელის ქალიშვილი, დევა კასელი უკვე რამდენიმე წელია Dolce & Gabbana–ს ბრენდთან თანამშრომლობს, რომლის მუზა მისი დედაა. გოგონა ხშირად ჩნდება ბრენდის ჩვენებებზე, რამდენიმე დღის წინ კი ახალი არომატის – Dolce Shine–ის სახე გახდა, რომელიც გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა. ინტერნეტში გამოჩნდა 15 წლის დევას ფოტოები სარეკლამო კამპანიის ფოტოსესიიდან, რომელიც იტალიაში, ამალღის სანაპიროზე შედგა.

ახალი სუნამო პარფიუმერმა მარი სალამანმა შექმნა. ის რამდენიმე ხილის არომატს აერთიანებს.


Dolce & Gabbana–ს უყვარს ცნობილი ვარსკვლავების შვილებთან თანამშრომლობა. ორი წლის წინ ბრენდის ჩვენება მილანის მოდის კვირეულზე ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილმა, 23 წლის კევინ ჩაპლინმა გახსნა, ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ: პამელ ანდერსონის შვილები, ბრენდონ ტომას ლი და დილან ჯაგერ ლი. მსახიობ დევიდ ოიელოუს შვილი – აშერი, ჰარი ოლდმანის შვილი ჩარლი ოლდმანი, უინსტონ ჩერჩილის და პრინცესა დაიანას ნათესავი, ჯორჯ სპენსერ ჩერჩილი, რაიფ ფაინსის ნათესავი ჰირო ფაინს–ტიფინი და ბევრი სხვა ვარსკვლავის შვილები.