მშობიარობის შემდეგ თინა კუნაკი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

22 წლის მოდელი თინა კუნაკი სამი კვირის წინ დედა გახდა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ მოდელი საჯაროდ გამოჩენას არ ჩქარობდა. კანის ფესტივალის პერიოდში ის საჯაროდ პირველად გამოჩნდა. კრუაზეტის სანაპიროზე თინამ ყვავილებით დაპრინტული კაბით გაისეირნა. უმაკიაჟო მოდელს  თმა თავისუფლად ქონდა უკან შეკრული.
კუნაკი ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ფესტივალის განმავლობაში სავარაუდოდ მაინც მოუწევს. ის ბრენდ L’Oreal Paris–ის ელჩია, რომელიც ფესტივალის ფარგლებში საკუთარ ღონისძიებებს მართავს. გარდა ამისა, მოდელმა არაპირდაპირ მიიღო მონაწილეობა ფესტივალზე წარდგენილ ერთ–ერთი ფილმის შექმნაში.
ფეხმძიმობისას თინა ჯგუფ Pink Noise–ის კლიპში მონაწილეობდა. ეპატაჟური ვიდეოს მუსიკა ფილმ “უარყოფილებში“ საუნდრტრეკად გამოიყენეს. ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.
კიდევ ერთი მიზეზი, რაც თინა კუნაკის კანის წლევანდელ ფესტივალთან აკავშირებს ფილმ «Hors normes» –ის პრემიერაა. ფილმში, რომელიც საკონკურსო პროგრამაში მოხვდა თინას ქმარი, ვენსან კასელი ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს. ფილმს ფესტივალის დახურვისას აჩვენებენ.