N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს, – ინფორმაციას  სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს. მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს.

ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმიური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება).

იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.

პოპულარული

ვიღაცას ინერციით, ალბათ ტელეფონზე რომ საუბრობდნენ, მიეჭირა – ზარქუა გახარიას პარტიის კანონპროექტზე

„მექანიკური შეცდომა“, „ტექნიკური შეცდომა“, „ალბათ, ინერციით მიაჭირეს“ - ასე...

„უმართლებს მას, ვინც საქმეს აკეთებს“–პუტინის რჩეული გენერალი რუსეთის გმირის ვარსკვლავით დაჯილდოებიდან ორ კვირაში დაიღუპა

რუსეთის მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი,...

თურქეთი: LGBTQ+ თემის წინააღმდეგ რეიდებისას 162 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ შაბათ-კვირას ჩატარებული რეიდების ფარგლებში სულ მცირე 162...

გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ გელაძე...

ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი „უცნობმა ქალმა“ მოიპოვა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი — „ოქროს ლომი“...

Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა

ბრიტანულმა ნეობანკმა Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა, რადგან...

დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა – შოიგუ

დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა, -...

ჩამოდით, იარეთ ჩვენს რესტორნებში, შეადარეთ სად უფრ გემრიელია ქართული სამზარეულო, მოსკოვში თუ თბილიში -ზახაროვა

"ჩამოდით, იარეთ ჩვენს რესტორნებში, შეადარეთ სად უფრ გემრიელია ქართული...

ყველა ამბავი

რუსეთში საჰაერო განგაშია – საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც

რუსეთში საჰაერო განგაშია - საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება.​ამ...

ფინეთის პრეზიდენტი, მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტებისთვის და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი მოქალაქეებს აფრთხილებს, მოემზადონ რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენრებისთვის და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის.ამის შესახებ მან MTV-სთან ინტერვიუში ისაუბრა....

ინაშვილი კობახიძეს – არის თუ არა, ეს, პოლიტიკური კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება?

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს და თავის ვრცელ წერილში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით კითხვას უსვამს - არის...

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერი გადადგა

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა - ინფორმაციას გამოცემა Guardian ავრცელებს და წერს, რომ საბოლოო მონაცემებით,...

SOC: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები გააძლიერა. ეს მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია

რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები გააძლიერა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების” (SOC) პოლიტიკური...

აზრი, რომ საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო – საიას თავმჯდომარე

" აზრი, რომ საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო" - ასე ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა...

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო...

კრემლის პროპაგანდისტი კობახიძის განცხადებას „ბრძნულს“ უწოდებს და „ოცნებას“„პოლიტიკურ რეალიზმს“ უწონებს

კრემლის პროპაგანდისტული, ნაციონალისტური და ანტიდასავლური გამოცემა „ცარგრადის“ დამფუძნებელი კონსტანტინ მალოფეევი ირაკლი კობახიძეს ქებას უძღვნის. მილიარდერი მალოფეევი, რომელიც ღიად უჭერს...

მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პარტიები, თუ ამის შნო აქვს! – გიგა ლემონჯავა

"მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პარტიები, თუ ამის შნო აქვს! " - აის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ...

დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა – შოიგუ

დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.„დასავლელები პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად...

ბაქომ კოვიდ-რეგულაციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა. პრემიერ-მინისტრ...

 მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას,  ერთს ვიტყვი: „პაგონები“ არ დარჩეს ციხის გზაზე – ელისაშვილი 

მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ, მაგრამ ერთს ვიტყვი, “პაგონები” არ დარჩეს ციხის გზაზე. გენერლის სტატუსი არ...