ქართველმა ბიჭმა საოცარი ხმით უკრაინულ voice-ში ბრძოლა მოიგო და შემდეგ ტურში გადავიდა(ვიდეო)

12 წლის ქართველმა ბიჭმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ საბავშვო Voice-ში კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. ე. წ. “ბრძოლების“ ტურში მან ჟიური კიდევ ერთხელ აატირა. მისმა მენტორმა გადაწყვიტა შემდეგ ტურში ალექსანდრე გადაეყვანა. ალექსანდრე ზაზარაშვილმა პროექტში გამოჩენისთანავე ფურორი გამოიწვია. მან ე.წ. ბრმა მოსმენის დროს სიმღერა “All by myself” შეასრულა და ჟიურის ყველა წევრი შემოატრიალა. აცრემლებული ჟიური ბიჭის ვოკალურმა შესაძლებლობებმა აღაფრთოვანა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში ექვსი ბავშვია.