როცა დრო არასოდეს გყოფნის. როგორ მოვასწროთ ყველაფერი

თითქოს მუდმივად დაკავებული ხარ და საქმიანობ, მაგრამ მაინც ვერ ასწრებ ყველაფერს. გეცნობათ სიტუაცია? ნახეთ ჩვენი რჩევები და გააუმჯობესეთ საკუთარი დროის მენეჯმენტი:

1. დაგეგმე

წინასწარ შეადგინე საქმეების სია და განალაგე ისინი პრიორიტეტულობის ხარისხის მიხედვით. არსებობს ორი მიდგომა: დღე ყველაზე რთული ამოცანების შესრულებით დაიწყო, ან გაარკვიო, როდის ხარ ყველაზე ეფექტური – დილით, სადილის შემდეგ თუ საღამოს, შესაბამისად მნიშვნელოვანი საქმეები ამ დროისთვის დაგეგმე.

2. ნუ შეეცდები ყველაფერზე ერთდროულად კონცენტრირდე

ასეთ დროს კომპიუტერიც კი შეიძლება “დაეკიდოს.“ დიახ, მრავალი ამოცანის რეჟისმში ფუნქციონირების უნარი დასაფასებელია, მაგრამ ის გადაწვას იწვევს. თუ არ გინდათ ასე დაგემართოთ დაზოგეთ საკუთარი თავი.

3. გაუჩინე საკუთარ თავს მოტივაცია და დაასაჩუქრე

თუ რთული ანგარიშის წერას მორჩი, წარმატებული შეხვედრა ჩაატარე, სახლში წლობით დაგროვილი ნივთები დაალაგე და დაახარისხე, კარგი იქნება თუ საკუთარ თავს რამე საჩუქარს გაუკეთებ, თუნდაც გემრიელი სასუსნავის სახით.

4. ისწავლე “არას“ თქმა და უფლებამოსილებების დელეგირება

არ დათანხმდე ყველა წინადადებას და თხოვნას თუნდაც ზრდილობის გულისთვის. თუ ხვდები, რმო ვიღაცას შეუძლია ამოცანას შენზე არანაკლებ გაართვას თავი, ენდე. შენ კი სხვა საქმეს მიხედე.

5. ნუ დაკარგავ დროს ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობებზე და ნუ იცხოვრებ სოციალურ ქსელებში

მეგობარმა საინტერესო ლინკი გამოგიგზავნა? მისი წაიკთხვა ხომ 10 წუთს და იკავებს. არადა ეს ათი წუთი შემდეგ 20 წუთად იქცევა, 20 კი 40–ად. არ მოგიწოდეთ, რომ ვირტუალურ ურთიერთობებს მთლიანად შეეშვათ, უბრალოდ გირჩევთ მისთვის დღის განმავლობაში კონკრეტული, შეზღუდული დრო გამოყოთ.

6. შეისვენე 15 წუთით

არაერთი კვლევა ამბობს, რომ ერთი და იგივე საქმის საათნახევარზე დიდხანს გადაბმულად კეთება ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია. 90 წუთის შემდეგ ტვინი იღლება. ასე რომ, მიეცი მას დასვენების საშუალება.