“რუსეთის ჯარი იმყოფება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსეთმა უნდა დაასრულოს ორივე რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და საკუთარი ჯარი გაიყვანოს საქართველოდან”, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ოთხი წლის წინ, ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთის მოქმედებები არ იცვლება და ამჯერად, რუსმა მესაზღვრეებმა აზოვის ზღვაში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ გემებს. სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა “დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული მეზღვაურები და გემები, რომლებიც დაკავებულია”.
“რუსეთის თანმიმდევრული მოქმედება, რომელიც მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, საქარველოზეც ვრცელდება”,-აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ალიანსმა შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, რაც მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის ალიანსის პოზიციაზე.