საგანგებო მდგომარეობის დროს მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა ტარდება

დღეს, 22 მარტს მართლმადიდებელ ეკლესიებში პირველი წირვა ტარდება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საკვირაო წირვა ტარდება სამების ტაძარშიც, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე მივიდა.

სამებასთან არ დამონტაჟებულა ხმის გამაძლიერებლები, რაზეც სინოდის განჩინებაში იყო საუბარი.

გუშინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სასულიერო პირების ნაწილმა განაცხადა, რომ ლოცვები მაინც ჩატარდება. დეკონოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მრევლს აუხსნან, რომ ტაძარში დისტანცია დაიცვან. მისივე განცხადებით, პრემიერი გუშინ საპატრიარქოში იმყოფებოდა და თქვა, რომ  ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10 კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები.

საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, აკრძალულია 10 კაცზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება.