“საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩართულია დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმაში“–მეშვიდე ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კიდევ ერთი კონგრესმენი, პიტ ოლსონი გამოდის. მას გახარიასთვის წერილი არ მოუწერია, თუმცა ტვიტერის გვერდზე გააზიარა კოლეგების, ადამი კინზინგერის და გერი კონელის 16 დეკემბრის წერილი და თან დაურთო მწვავე კომენტარი:

„ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ადამ კინზინგერს: საქართველოს კორუმპირებული  მთავრობა ჩართულია დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმაში, სამოქალაქო პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ  სისასტიკესა და ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში, რომელიც ორივე ქვეყანას გამოადგებოდა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“, – წერს „ტვიტერზე“ პიტ ოლსონს.