შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღსადგენად 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა-გახარია

შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღსადგენად მთის განვითარების ფონდიდად 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“უახლოეს პერიოდში შესაბამისი კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოაქვს საკითხი, სადაც მთის ფონდიდად გამოიყოფა 1,5 მილიონი ლარი, რათა ერთი სეზონის ფარგლებში ჩვენ ბავშვებს აღვუდგინოთ ეს სკოლა-პანსიონი”, – განაცხადა გახარიამ.

შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი გასული წლის ოქტომბერში დაიწვა. სკოლაში სულ  8 მოსწავლე სწავლობდა.