თბილისში LEXUS-ის იპრველი სადილერო ცენტრი გაიხსნა

ბოლო პერიოდში, საქართველოს საავტომობილო ბაზარი საგრძნობლად და აქტიურად იზრდება. ეს დინამიკა განსაკუთრებულად შეინიშნება საავტომობილო ბაზრის პრემიუმსეგმენტში, სადაც მოწოდებასთან ერთად მომხმარებელთა მოთხოვნებიც მატულობს.

გამომდინარე იქიდან, რომ LEXUS-ი უკვე დიდი ხანია, ქართველი მძღოლების რჩეულ ბრენდად ითვლება, კომპანიამ გადაწყვიტა, საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი ჰყოლოდა. შესაბამისად, არსებულ და პოტენციურ კლიენტებს უკვე საშუალება აქვთ, LEXUS-ის ოფიციალური პროდუქცია უშუალო დილერისგან, თბილისშივე შეიძინონ.

LEXUS TBILISI 10 ოქტომბერს აღმაშენებლის ხეივნის 160 ნომერში გაიხსნა და მომხმარებლებს ისეთი მოდელები წარუდგინა, როგორებიცაა: კროსოვერები – NX და RX, სედანები – ES და LS, მაღალი გამავლობის ავტომობილები – GX და LX და კუპე – LC. მათ შორის NX, RX, LS და LC ჰიბრიდული ძრავებითაც არის ხელმისაწვდომი. იქვე არის განთავსებული LEXUS-ის სერვისცენტრიც სადაც მსურველებს გამოცდილი პროფესიონალები მოემსახურებიან.