“თქვენი დაჭერა აზრად არ მომსვლია“– რა უთხრა ოცნების გენერალურმა პროკურორმა პაროდისტს, რომელმაც სააკაშვილის ხმით დაურეკა

სააკაშვილის პაროდისტმა, ქართლოს ნატროშვილმა ვანო ჯავახიშვილის შოუში, რომელიც დღეს პირველად გავიდა მთავარი არხის ეთერში ის ისტორია გაიხსენა, როცა ანაკლიიდან ქართული ოცნების გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს სააკაშვილის ხმით დაურეკა.
პაროდისტი იხსენებს, რომ 2013 წლის აგვისტოში ანაკლიაში ჩავიდა, სადაც იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ და ერთ–ერთ რესტორანში ქეიფობდნენ. სააკაშვილის პაროდისტი მათთან მივიდა და გადაწყვიტეს მაშინდელი მთავარი პროკურორისთვის, არჩილ კბილაშვილისთვის პაროდისტს სააკაშვილის ხმით დაერეკა. რა დიალოგი შედგა ღამის სამ საათზე მაშინდელ მთავარ პროკურორსა და “სააკაშვილს შორის“, ნახეთ ვიდეოში.