თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში იძულებით ჯამში 190 ადამიანია გადაყვანილი

შსს-ს ინფორმაციიით, 21 მარტს სხვადასხვა რეგიონებიდან თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 10 ადამიანი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს, ჯამში ამ დროისთვის 190 ადამიანია გადაიყვანილი.

,,21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი”,- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.