„უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა” – თუთამ ლეიკემია საბოლოოდ დაამარცხა

პატარა თუთამ,  რომელმაც დაავადებასთან საბრძოლველად რთული გზა გაიარა, ლეიკემია სრულად დაამარცხა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თუთას დედა, ნატუკა ბერიშვილი წერს და საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასრულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა.სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება♡. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია .მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!”-წერს გოგონას დედა.