ვალენტინოს შოუ ნაომი ქემფბელმა დახურა

Valentino Haute Couture SS 2019 – ის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.წვეულება ედემის ბაღში – ასე უწოდეს ვალენტინოსთვის შექმნილ პიერპაოლო პიჩოლის ახალ კოლექციას. დიზაინერმა მკერავებს სთხოვა ყოველი კაბისთვის ყვავილის სახელი დაერქმიათ. რადგან როგორც ამბობს, სწორედ ყვავილები იყო მისი შთაგონება ამ სეზონზე. მოდელები პოდიუმზე სხვადასხვა ყვავილების ფორმის და ფერის სამოსში დადიოდნენ. შოუში ცნობილი მოდელები მონაწილეობნენ. ჩვენება კი ნაომი კემპბელმა დახურა შავი კაბით, რომლის სახელწოდებაა “შოკოლადის გეორგინა“. {{PHOTOGALLERY}}